მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერიკ ტენ ჰაგი გაათავისუფლა

ერიკ ტენ ჰაგი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ნიდერლანდელ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს ოფიციალურად გამოემშვიდობა. ინფორმაციას სიახლის შესახებ კლუბი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

“მადლობა ერიკ ტენ ჰაგს იმისთვის, რაც მან ჩვენთან მუშაობის დროს გააკეთა. წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლო საქმიანობაში” - ნათქვამია “იუნაიტედის” ოფიციალურ განცხადებაში.

მანამ სანამ კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურ შემცვლელს მოიძიებს, ტენ ჰაგის ფუნქციებს მისი ასისტენტი რუდ ვან ნისტელროი შეითავსებს.

ნიდერლანდელი მწვრთნელი მანჩესტერში 2024 წლის აპრილიდან მუშაობდა და ამ დროში ორი ტიტულის მოგება მოახერხა - 2023 წელს ინგლისის ლიგის თასი, ხოლო 2024-ში ინგლისის ასოციაციის თასი.

მისი გათავისუფლების მიზეზი უკანასკნელ თამაშებში დაფიქსირებული საშინელი შედეგებია, ვინაიდან მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი თამაში მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ოთხი წააგო, რის შედეგადაც 11 ქულით სატურნირო ცხრილში მეთოთხმეტე პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ “იუნაიტედის” გაწვრთნამდე ტენ ჰაგი “აიაქსს”, “უტრეხტს”, მიუნხენის “ბაიერნის” მეორე გუნდსა და “Go Ahead Eagles”-ს წვრთნიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები