მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მანჩესტერ სიტიმ" ჯანლუიჯი დონარუმა €25 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა

დონარუმა სიტი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "პარი სენ-ჟერმენის" მწვრთნელის ლუის ენრიკეს გეგმებში იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა არ შედიოდა, მოთამაშემ ახალი კლუბის ძიება დაიწყო. საბოლოოდ 26 წლის მეკარემ ფრანგული კლუბი დატოვა და ამიერიდან "მანჩესტერ სიტიში" ითამაშებს.

იტალიელმა მეკარემ იტალიის ნაკრების შეკრებაზე გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტიც იქ გააფორმა, რომელიც ძალაში 2030 წლის ზაფხულამდე იქნება (კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით). "ქალაქელებს" ეს ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხოლო დონარუმას ხელფასი სეზონში 15 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, საპირისპიროდ "სიტიმ" თავისი გოლკიპერი ედერსონი სტამბოლურ "ფენერბახჩეს" 15 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯიმ კარიერა "მილანში" 2015 წელს დაიწყო, სადაც 2021 წლამდე ასპარეზობდა და 251 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები