მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“მანჩესტერ სიტიმ” Puma-სთან ახალი შეთანხმება გააფორმა

პუმა და სიტი

“მანჩესტერ სიტისა” და სპორტული ბრენდის Puma-ს პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფორმების კონტრაქტი გაფორმდა, რაც წლიურად $135 მილიონს შეადგენს. ხელშეკრულება 11 წელს გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საერთო ღირებულება მთლიანობაში $1.5 მილიარდს გადააჭარბებს.

კლუბის წინა კონტრაქტი Puma-სთან, რომელიც 2019 წელს დაიწყო, წლიურად $88 მილიონს შეადგენდა. Puma-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, არტურ ჰიოლდმა განაცხადა, რომ თანამშრომლობა კლუბთან მოედანზეც და მის გარეთაც უდიდესი წარმატებაა. “სიტიმ” ბოლო წლებში მოიგო ზედიზედ ოთხი პრემიერლიგის ტიტული, მათ შორის 2022-23 წლების სეზონში ტრებლი ჩემპიონთა ლიგა და ორი შიდა ტურნირი. ამავდროულად, კლუბის ცისფერი მაისურები, განსაკუთრებით ერლინგ ჰალანდის №9, გლობალურად ძალიან პოპულარული გახდა.

“მანჩესტერ სიტის” საცალო გაყიდვები მოიცავს მაღაზიებს მანჩესტერსა და აბუ-დაბიში, ასევე დროებით მაღაზიას ნიუ-იორკის Rockefeller Center-ში, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 2023–24 სეზონში კლუბმა გამოიმუშავა $901 მილიონი, რაც მეორე შედეგია მსოფლიოში მადრიდის “რეალის” შემდეგ. აქედან $434 მილიონი მოდის სპონსორობიდან და მერჩენდაიზინგიდან, რაც მესამე მაჩვენებელია გლობალურად “ბაიერნისა” და “რეალის” შემდეგ.

მიუხედავად წარმატებისა, კლუბი პრემიერლიგის ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევის 115 ბრალდებას განიცდის, რომელიც 2009-დან 2018 წლამდე პერიოდს ეხება. საქმე უკვე განიხილა დამოუკიდებელმა პანელმა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა.

შედარებისთვის, “მანჩესტერ იუნაიტედის” Adidas-თან ხელშეკრულება, რომელიც 2023 წელს გაფორმდა, შეადგენდა წლიურად $122 მილიონს. “იუნაიტედს” მომდევნო სეზონში 10 მილიონი გირვანქათი შეუმცირდება ანაზღაურება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა.

Puma თანამშრომლობს City Football Group-ის სხვა კლუბებთანაც, მათ შორის: Melbourne City FC, Girona, Lommel, Mumbai City FC, Montevideo, Palermo, Bahia და ESTAC.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები