მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მანჩესტერ სიტის” პრემიერ ლიგა ფინანსურ დარღვევებში სდებს ბრალს - საქმის მოსმენა უკვე დაიწყო

მანჩესტერ სიტის ფინანსური დარღვევები

ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შეუჩერებელი დომინანტი, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” სასამართლოს წინაშე განსასჯელად ემზადება.

პრემიერ ლიგის უკანასკნელი 7 სეზონიდან 6-ში გამარჯვებული “სიტი” 2009 წლიდან 2018 წლამდე არსებული 130 ფინანსური დარღვევის გამო სასამართლოს წინაშე წარდგება. 130 ბრალდებიდან 30 უკავშირდება იმას, რომ პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებთან კლუბის წარმომადგენლები არ თანამშრომლობდნენ, 54-ჯერ მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე, 14-ჯერ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასების შესახებ, 5 პუნქტი ეხება უეფას ფინანსური Fair Play-ს დარღვევას, კიდევ 7 კი უშუალოდ პრემიერლიგის შიდა Profit and Sustainability Rules-ის დარღვევას, რომლის გამოც წარსულში “ევერტონი” და “ნოტინგემ ფორესტი” დაისაჯნენ. ბრიტანულ პრესაში პროცესი უკვე “სპორტის ისტორიაში უდიდეს სასამართლო საქმედაა” შერაცხილი.

შეგახსენებთ, რომ “სიტის” პრობლემები წარსულშიც ჰქონდა, როცა უეფასთან მოუვიდა დავა, ჯარიმა გადაიხადა და იმავე წელს ტრანსფერები შეეზღუდა. ამ შემთხვევაში ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში სასჯელი ბევრად მკაცრი იქნება, მინიმუმ ქულების ჩამოკლება, ხოლო მაქსიმუმ რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში დაქვეითება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები