მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანჩესტერში ახალი სტადიონის აშენებასთან ერთად, “ოლდ ტრაფორდის” რეაბილიტაციასაც განიხილავენ

ოლდ ტრაფორდი მანჩესტერი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები, ჯიმ რეტკლიფის თაოსნობით, მსჯელობენ რა უფრო უკეთესი იქნება ქალაქისთვის ახალი სტადიონის აშენება თუ არსებული მოედნის რეაბილიტაცია.

გავლენიანმა გამოცენა The Telegraph-მა ჩაატარა გამოკითხვა გულშემატკივრებში თუ რომელი ვარიანტია მათთვის უფრო მისაღები. გამოკითხული 500 ათასი ადამიანიდან 52%-ს ახალი სტადიონის აშენება სურს, 31%-ს “ოლდ ტრაფორდის” რეაბილიტაცია, ხოლო 17%-ს ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს.

“წითელი ეშმაკების” მფლობელებს ამჟამად ახალი სტადიონისთვის არსებული მოედნის მიმდებარე 40 ჰექტარი ტერიტორიის ათვისებაც ესაჭიროებათ, რომელსაც ამ ეტაპზე რკინიგზის სატვირთო ტერმინალი იკავებს.

რეტკლიფი ახალი სტადიონის აშენებას სრულიად საკუთარი ხარჯებით გეგმავს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების საკითხიც განიხილება. თუკი მოლაპარაკება შედგა ქვეყნის მმართველები ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის ხარჯებსაც დაფარავენ, რაც მთლიანი ქალაქისთვის სასარგებლო იქნება.

“იუნაიტედში” მოედნის პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილებას მომდევნო ზაფხულამდე მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები