ევროპის მოდის ინდუსტრიაში ბოლო წლების ყველაზე რეზონანსული კორპორაციული დავა ახალ ფაზაში გადადის. კომპანია მანგოს დამფუძნებლის მკვლელობაში ბრალდებულმა მემკვიდრემ საპატიმრო 1 000 000 ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ დატოვა. გამოძიება მილიარდერის იდუმალ გარდაცვალებას მამა-შვილს შორის არსებულ მწვავე ფინანსურ კონფლიქტსა და კომპანიის მართვისთვის დაწყებულ ბრძოლას უკავშირებს. რეალურად, რა იმალება ამ კორპორაციული საგის მიღმა და მოვლენების რა სახით განვითარებას უნდა ველოდოთ?


































