მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაქსიმალურად ვცდილობთ "ტაბელების" სისტემის გამარტივებას - აზარაშვილი

6357ca37a9acd
მარიამ ვარადაშვილი
25.10.22 15:44
550
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობა ცდილობს ე.წ ტაბელების სისტემა ბიზნესს გაუმარტივოს.

“დღეს ბიზნესთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, შრომის ინსპექციის მეშვეობით. მაქსიმალურად ვცდილობთ გავამარტივოთ და იყოს ჩვენი ტაბელი ევროპულის ანალოგი. როცა შრომის ინსპექცია შემოწმებაზე შედის, ის ამოწმებს რამდენად სწორად ხდება ანაზღაურება, კვირაში 40 საათს მუშაობენ თუ მეტს, სხვაგვარად შეუძლებელია. ელექტრონული სისტემები რომ არსებობდეს და ამით მარტივად აღვრიცხავდეთ უფრო ადვილია და გაგვიმარტივდება. ინფორმაცია რაიმე ფორმით უნდა მოვიპოვოთ. კოვიდკლინიკების შემოწმების დროს ეს სისტემა რომ არ ყოფილიყო ვერ გავიგებდით, რომელმა ექიმმა რა დრო იმუშავა”,-განაცხადა აზარაშვილმა.

1 მარტიდან ძალაში შევიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, თანამშრომელთა აღრიცხვა მოახდინონ სამინისტროს ე.წ. „ტაბელების“ შესაბამისად.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ BMG-სთან განაცხადა, რომ სამუშაო დროის აღრიცხვის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს და მასში დაინტერესებული ბიზნეს ასოციაციებიც არიან ჩართული, თუმცა, რა სახის ცვლილებებია მოსალოდნელი შრომის ინსპექტორს არ დაუსახელებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები