მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარანმა „ჯორჯინომ“ ღვინო ექსპორტზე ამერიკაში გაიტანა

60bfa71e9a92d
მარიამ იზორია
09.06.21 00:14
1042
მცხეთაში მდებარე მარანმა „ჯორჯინომ“ ღვინო ექსპორტზე ამერიკაში გაიტანა. როგორც მარნის დამფუძნებელი გიორგი მეშველიანი bm.ge-სთან ამბობს, „ჯორჯინოს“ ღვინო მალე გერმანიის ბაზარსაც აითვისებს.

„ამერიკაში 200 ბოთლი ღვინო გავიტანეთ, მომავალი კვირიდან კი გერმანიაში 100 ბოთლს გავყიდით, საექსპორტო კავშირები ონლაინგამოფენაში მონაწილეობის მიღებით დავამყარე, „ჯორჯინოთი“ ერთ-ერთი კომპანია დაინტერესდა, სწორედ ეს კომპანია დამეხმარა ღვინის გაგზავნასა და გაყიდვაში“, - ამბობს გიორგი მეშველიანი.

ცნობისთვის, მარანი „ჯორჯინო“ მცხეთაში მდებარეობს და სტუმრებს სადეგუსტაციო სივრცეს, მარნის დათვალიერებასა და ღვინოს სთავაზობს, მარანი მესამე წელია, რაც დაფუძნდა და საქმიანობაში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანია ჩართული, „ჯორჯინოს“ ღვინო „8 000 მოსავალში, „Why not”-ში, „ღვინის ბარსა“ და ადგილზე „ჯორჯინოს“ მარანში რეალიზდება, რაც შეეხება ინვესტიციას, საწყის ეტაპზე გიორგი მეშველიანი პროექტ „ახალგზარდა მეწარმის“ ფარგლებში 20 000 ლარამდე თანხით დააფინანსეს, დარჩენილი საჭირო ფინანსები კი პირადი სახსრებით უზრუნველყო.