უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 14-15 იანვარს ოდესის საზღვაო პორტები „მარცვლეულის დერეფნის“ გასწვრივ ექვსმა გემმა დატოვა.
მათი ცნობით, აღნიშნული გემები, 153 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციით არის დატვირთული, რაც აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში შევა. არსებული ინფორმაციით, რიგში კიდევ 109 გემია, საიდანაც 22 სოფლის მეურნეობის პროდუქტებითაა დატვირთული.
დიდი ოდესის პორტები, 1 აგვისტოდან 653 გემმა დატოვა, რომლებმაც აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში 17,5 მილიონი ტონა უკრაინული საკვების ექსპორტი მოახდინეს.
17 ნოემბერს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა, რომ შავი ზღვის გავლით სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო გადაზიდვა კიდევ 120 დღით გაგრძელდებოდა.