ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, Chevron-მა მარეგულირებლის მხრიდან კონკურენტი კომპანიის, Hess Corporation-ის 53 მილიარდ დოლარად შესყიდვის უფლება საბოლოოდ მიიღო.
ამის სანაცვლოდ Chevron-მა ერთი პირობა უნდა დაიცვას, Hess-ის დამფუძნებელი ჯონ ჰესი Chevron-ის დირექტორთა საბჭოს არ უნდა შეუერთდეს, რაც ბიზნესმენისთვის უდიდეს რეპუტაციულ დარტყმას წარმოადგენს. მართალია, ის დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, თუმცა დირექტორთა საბჭოდან მისი მოშორება იმას ნიშნავს, რომ ჯონ ჰესს Chevron-ის მართვის პროცესზე გავლენა ვერ ექნება.
ამ გარიგების შედეგად, Chevron-ს საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა და დამატებითი რესურსების ათვისება შეეძლება, რადგან კომპანია Hess-ი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარის აქტივებს ფლობს.
Chevron-ი საფონდო ბირჟაზე 270 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და სანავთობო ტიტანების რეიტინგში ის მესამე ადგილს იკავებს, Saudi Aramco-სა და Exxon-ის გვერდით.