მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარელისთან მეწყრით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა 10 მილიონი დაჯდება

625d6686e758b
ნინო ტაბატაძე
18.04.22 17:39
2200
სოფელ მარელისთან მეწყრით დაზიანებული სახიდე გადასასვლელის და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზების აღდგენისთვის 10 მლნ ლარი გამოიყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომსახურებას გამარტივებული გზით შეიძენს, რადგანაც მეწყერის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი. აღდგენითი სამუშაოების დასრულება სავარაუდოდ 2022 წლის ოქტომბრის თვეში მოხდება.

გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მეწყერის გამო, ამჟამად რკინიგზის სადგურზე არსებული ოთხი ლიანდაგიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს, რაც აფერხებს რკინიგზაზე ტვირთბრუნვას.

„აღნიშნულის გათვალისწინებით და ხაშური-ზესტაფონის უბანზე 7 სამგზავრო მატარებლის პირობებში, დღეის მდგომარეობით უბანზე შესაძლებელია გატარდეს მხოლოდ 11-12 წყვილი სატვირთო მატარებელი, რაც წლის ჭრილში გამოიღებს სავალალო შედეგებს - შესაძლებელი იქნება მხოლოდ 10 მლნ. ტონა ტვირთის გადაზიდვა. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ სადგურ მარელისში მხოლოდ III ლიანდაგში მატარებელთა მოძრაობა, მომატებული ტვირთბრუნვის პირობებში, საგრძნობლად გაზრდის როგორც აღნიშნული ლიანდაგის, აგრეთვე სადგურის ორივე ყელში განთავსებული ისრული გადამყვანების ცვეთასა და საექსპლოატაციო ხარჯებს“, - ნათქვამია დოკუმენტაციაში.

შეგახსენებთ, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ მარელისთან მეწყერი 7 მარტს, გამთენიისას ჩამოწვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები