მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ასათიანი: წერტილი უნდა დაესვას კითხვის ნიშნებს ევროინტეგრაციაზე

მარიამ ასათიან

RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი დირექტორის მარიამ ასათიანის აზრით, წერტილი უნდა დაესვას არასტაბილურობას და ყველაფერს, რაც ევროინტეგრაციის გზაზე გვაფერხებს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მისთვის და მის ირგვლივ მყოფი ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო ხელისუფლებამ ე.წ. „რუსული კანონის“ მეორედ მიღების მცდელობა.

"წერტილი უნდა დაესვას ყველა სასვენ ნიშანს, მაგალითად, კითხვის ნიშნებს თუ მრავალწერტილს ევროინტეგრაციაზე, ევროპული მომავლის ირგვლივ.

არ უნდა შემოაცურონ თემები, რომელიც კითხვის ნიშნებს გააჩენს. მივეჩვიეთ, რომ ძირითადად, ქვეტექსტების ამოცნობით ვართ დაკავებული - ვისაც ვესაუბრები, ვერ იგებენ, რა საჭირო იყო ამ თემის ისევ პროვოცირება, მით უმეტეს არჩევნების წინ; მოსახლეობის უმრავლესობას ალბათ ეგონა, რომ ეს თემა დაიხურა და დამთავრდა; სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასე არ არის და ნებისმიერი ბიზნესისთვის ეს არის ძალიან დამაზიანებელი, რადგან ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა“, - განაცხადა მარიამ ასათიანმა.

მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის სწორედ სტაბილურობა გვჭირდება.

„ასევე, გვჭირდება შენარჩუნება იმ ევროპული კურსის, რომელიც ხალხმა ვაჩვენეთ და ვთქვით, სად გვინდა ყოფნა. ეს საერთაშორისო პარტნიორებმაც დაინახეს. ამის დასტური იყო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, - აღნიშნა RE/MAX Capital-ის დამფუძნებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები