მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ჯაში ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა

62f50a62dd6bf
BM.GE
11.08.22 19:45
3812

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და  IX მოწვევის პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის [MWIA] გენერალური მდივანი გახდა. როგორც ჯაშმა BMG-ის უთხრა ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის წარდგინებით მოხდა. ასოციაციამ ამ თანამდებობაზე ჯაში ივნისში აირჩია. 

“ასოციაცია 1919 წელს არის დაფუძნებული და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე პროფესიული გაერთიანებაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია როგორც ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობა გლობალური ჯანდაცვის კონტექსტში, ასევე ქალი მედიკოსების უფლებების დაცვა და ჯანდაცვის სექტორში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. ორგანიზაციას მსოფლიოს მასშტაბით 47 ქვეყანაში ეროვნული ასოციაციები ჰყავს, რომლებიც ქმნიან MWIA-ს ძირითად ბირთვს. ეს ორგანიზაცია ყველა კონტინენტს მოიცავს”, - ამბობს მარიამ ჯაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები