მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ლაშხის უძრავ-მოძრავი ქონება და შემოსავლები - "ოცნების" დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია

მარიამ ლაშხი

"ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატი და "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების" სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი ქონებრივ დეკლარაციას 2019 წლიდან ავსებს, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, მისი ფინანსური მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. საჯარო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მას ახალი ქონების სახით, მხოლოდ ჩუქების გზით მიღებული მიწის ნაკვეთი უფიქსირდება საგურამოში.

მარიამ ლაშხის ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 30 აპრილსაა გამოქვეყნებული, რაც 2023 წლის მდგომარეობას მოიცავს, თუმცა bm.ge-ს ანტიკორუფციულ ბიუროში უთხრეს, რომ ლაშხს 2024 წლის დეკლარაციაც უკვე წარდგენილი აქვს და კანონით განსაზღვრულ 2 თვის ვადაში ანუ არაუგვიანეს 30 ივნისისა გამოქვეყნდება.

უძრავი და მოძრავი ქონება

მარიამ ლაშხის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი საგურამოში, 700 კვ.მ ფართობით, რომელიც მან 2023 წლის 25 აპრილს ჩუქებით მიიღო და ის 77 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.

მოძრავი ქონებიდან, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება, დეკლარაციაში მითითებულია ორი ავტომობილი:

  • Hyundai ix35 – რეგისტრირებულია მარიამ ლაშხის სახელზე, შეძენილია 2015 წლის 22 ივნისს, ფასი: 12 000 აშშ დოლარი.
  • Toyota Rav4 – რეგისტრირებულია ალექსანდრე ნეფარიძის სახელზე, შეძენილია 2021 წლის 29 ივლისს, ფასი: 12 300 აშშ დოლარი.

საბანკო ანგარიშები და შენატანები: ანაბრები და საკრედიტო ვალდებულებები

გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ქონებრივი დეკლარაცია ჯერ გამოქვეყნებული არ არის, ეს მონაცემები უკვე ძველია, თუმცა დეკლარაციის შევსების მომენტში ასეთი იყო:

  • ლარში: დაახლოებით 17 556 GEL (13 500 GEL ანაბარი + 324.21 GEL სახელფასო + 560 GEL დეპოზიტი + 3 172.34 GEL ანაბარი + 563.22 GEL სახელფასო + 21.87 GEL საკრედიტო ანგარიში).
  • აშშ დოლარში: დაახლოებით 11 200 USD (100 USD + 180.43 USD + 14.05 USD + 10 921 USD).
  • ჯამური ვალდებულებები: 1 067.48 GEL (საკრედიტო ბარათის ვალი).

შემოსავლები 2023 წელს: პარლამენტის ხელფასი და სხვა წყაროები

მარიამ ლაშხის 2023 წლის შემოსავლები:

  • საქართველოს პარლამენტიდან: 46 310.4 GEL
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობა BTU-ში: 10 255 GEL
  • კვლევითი საქმიანობიდან: 492 GEL

ალექსანდრე ნეფარიძის 2023 წლის შემოსავლები:

  • კონსულტანტი (პაშა ბანკი): 36 662.4 GEL
  • კონსულტანტი (უნიქარდი): 56 608 GEL.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები