მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილი Abu Dhabi Ports Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა – მხარეებმა ანაკლიის პორტზე იმსჯელეს

მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრა აბუ დაბი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო და ლოგისტიკური ჯგუფის, Abu Dhabi Ports Group-ის, რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში Abu Dhabi Ports Group-ის მიერ მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განვითარების მიმდინარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო თბილისის მშრალი პორტის პროექტსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი Abu Dhabi Ports Group-ია. სამინისტროს განცხადებით, მშრალი პორტი სამხრეთ კავკასიას ცენტრალური აზიის რეგიონთან აკავშირებს და, ამასთან, ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას. მხარეებმა პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზეც იმსჯელეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი იყო. მხარეებმა პორტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები განიხილეს. სამინისტროს ცნობით, ასევე აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით ვითარდება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები