მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

უწყების ცნობით, საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის შეთანხმებაზე. მხარეების შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის ახალ სტიმულს წარმოადგენს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პროცესში.

შეხვედრაზე ასევე შეაჯამეს მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში განხორციელებული ვიზიტი, სადაც ყურადღება მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმო.

სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაფართოება იყო, რაც ქვეყნებს შორის ვიზიტორების ნაკადის ზრდას უკავშირდება.

მინისტრისა და ელჩის სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები