ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
"ყაზახეთში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან და ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან.
ყაზახეთის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთს ეწვევა", - აღნიშნულია პრესრელიზში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.




























