მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილის 4 კითხვა მინისტრობის კანდიდატებს

5fe06ad2a6e9a
ინგა მურუსიძე
21.12.20 13:42
3062
ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებთან, რომელთაც 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ, 
რამდენიმე საკითხით დაინტერესდა და მათ 4 კითხვა დაუსვა. 

კითხვა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას:

1. კორონავირუსმა იქონია გავლენა მცირე და საშუალო მეწარმეებზე და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მმართველმა გუნდმა მეწარმეების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი მექანიზმები აამოქმედა, მათ შორის დასაქმებულების კუთხით. რა გეგმა გვაქვს, 2021 წელს კონკრეტულად რა ბიუჯეტზეა საუბარი და აღნიშნული ბიუჯეტი რა დროის მონაკვეთზე, რა კრიტერიუმებით შეუწყობს ხელს მეწარმეების გაძლიერებას?

2. რას გულისხმობს ახალი საინვესტიციო სტრატეგია?

კითხვა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს:

3. მოხარული ვართ, რომ ინფრასტრიქტურის სამინისტრო იყო ინიციატორი პროექტის, რაც კურორტების მართვას გულისხმობს. ვიცით, რომ საპილოტე პროექტი იქნება ბაკურიანი. როდიდან მოხდება გუნდის ფორმირება და ვინ იქნებიან გადაწყვეტილებების მიმღებები?

კითხვა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს:

4. დაცული ტერიტორიების გაფართოების კუთხით მინდა გკითხოთ, როგორ ხედავთ თქვენ -  როგორ უნდა გავზარდოთ კუდევ უფრო მეტად ბიზნესის გაფართოების ინტეგრირება დაცულ ტერიტორიებზე? ვხედავთ, რომ მეტ ბიზნესებს უჩნდებათ წვდომა დაცულ ტერიტორიებზე, რაც აფართოებს სერვისებს, ზრდის შემოსავლებს ჩვენს ქვეყანაში კონკრეტულ ლოკაციებზე, კონკრეტული ახალი სერვისებით.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც დეპუტატები კითხვებს დასვამენ, მათ მინისტრობის შესაბამისი კანდიდატები უპასუხებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები