საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჯერჯერობით, თავისი წინამორბედის ყველა მოადგილე თანამდებობაზე დატოვა.
ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზეც განახლდა და BMG-ის მინისტრის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.
მინისტრის პირველ მოადგილედ და საპარლამენტო მდივნად რჩება ნინო ენუქიძე.
ასევე, მარიამ ქვრივიშვილის მოადგილეები არიან: გენადი არველაძე, ვახტანგ ცინცაძე, გურამ გურამიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი.
„ქართული ოცნების“ ეკონომიკის ახლა მინისტრს ამ ეტაპზე 5 მოადგილე ჰყავს. ჯერჯერობით, უცნობია, ეყოლება თუ არა მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის კურატორი მოადგილე, რომელსაც აქამდე თავად ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ: ლევან დავითაშვილმა პირველი ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის პოსტი წინა კვირას დატოვა და ირაკლი კობახიძის მთავარ მრჩევლად და ეკონომიკური საბჭოს მდივნად გადაინაცვლა.
რა განათლება და გამოცდილება აქვს ეკონომიკის ახალ მინისტრს?




























