მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერი გახდა

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო და ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"მარიამ ქვრვივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობასა და ეკონომიკის დარგის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. ვულოცავ ქალბატონ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, დღემდე მთავრობაში 2 ვიცე-პრემიერი იყო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში მესამე ვიცე-პრემიერი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები