მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Maricultura Georgia” მიდიებსა და ხამანწკებს ექსპორტზე გაიტანს

61eeb49d7b757
მარიამ იზორია
25.01.22 00:30
1689
“Maricultura Georgia” მიმდინარე წელს მიდიებისა და ხამანწკების ექსპორტზე სომხეთში გატანას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი მამუკა მიქაშავიძე bm.ge-სთან ამბობს, ნიმუშები და საჭირო დოკუმენტაცია სომხეთში უკვე გააგზავნეს და უკუკავშირს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ ზღვის პროდუქტების მოსავლის პერიოდი აპრილში დაიწყება. “Maricultura Georgia” კი წელს დაახლოებით 20 ტონა ზღვის პროდუქტების მოსავალს ელის.

“ადგილობრივ ბაზარზე 2021 წელს ცუდი მდგომარეობა იყო. ტურისტები მცირე რადენობით იყვნენ, შესაბამისად პროდუქტის რეალიზაცია რთული იყო. რაც შეეხება ექსპორტს, იქიდან გამომდინარე, რომ მიდიები და ხამანწკები ცოცხალი პროდუქტია, ბევრი დოკუმნეტაცია სჭირდება. ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, ნიმუშები და საჭირო დოკუმენტაცია უკვე გაიგზავნა, უკუკავშირის
მოლოდინში ვართ” - ამბობს მამუკა მიქაშავიძე.

კომპანია “Maricultura Georgia” მიდიებსა და ხამანწკებს 2017 წლიდან კვარიათში, ზღვაში, აკვაფერმაში აწარმოებს და პროდუქტის რეალიზაციას აგროჰაბში, ევროპროდუქტსა და ჰორეკა სექტორში ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები