მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მარინ ლეპენი

დღეს, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის მემარჯვენე რადიკალი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო ევროკავშირის ფონდების მითვისებაში.

სასამართლო პროცესის დროს პროკურორებმა მოითხოვეს, რომ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მარინ ლე პენს 5 წლით აკრძალვოდა საჯარო თანამდებობის დაკავება. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რა სასჯელს მიუსჯიან მარინ ლე პენს, თუმცა მანამდე ლე პენმა განაცხადა, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ბოლო მონაწილეობა იქნება. გაურკვეველია, შეუშლის თუ არა ხელს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მას პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.

მოსამართლემ საქმეზე დამნაშავედ ცნო კიდევ რვა პირი.

ლე პენი და პარტიის 24 სხვა წარმომადგენელი ბრალდებულები არიან იმაში, რომ ევროკავშირის გამოყოფილი თანხა, რომელიც ევროპარლამენტის თანაშემწეებისთვის იყო გათვალისწინებული, გადაიხადეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პარტიისთვის მუშაობდნენ 2004-2016 წლებში.

ლე პენი და დანარჩენი ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები