მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარინა ეზუგბაია covid-19-ის 22 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროს ასახელებს

5eaa76e876c62
ინგა მურუსიძე
30.04.20 10:48
1009
22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 15 არის თეთრიწყაროს კლასტერიდან, 3 - სვანეთიდან და დანარჩენი არის ბოლნისის კლასტერი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ჩვენს კლინიკაში შემოგვემატა 4 დადასტურებული შემთხვევა, ანუ ამჟამად 43 დადასტურებულ შემთხვევას ვმკურნალობთ. ახალი პაციენტები ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდებიან“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული 22 შემთხვევიდან 1 არის მედიკოსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები