მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარინა ეზუგბაია ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობას აფასებს

5ea28ee9aeb4a
ინგა მურუსიძე
24.04.20 11:06
941
"ჩვენ 2 კრიტიკული პაციენტი გვყავდა და მათი მდგომარეობა უკვე სტაბილურია და უმჯობესდება", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ ეტაპზე ჩვენთან 42 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია. ინფექციურ საავადმყოფოში სულ 5 კრიტიკული პაციენტი გვყავდა, ამ ეტაპზე ისინი სტაბილურად არიან. მძიმე პნევმონია ჰქონდა 17 პაციენტს. ჩვენთან მოხდა პირველად არაინვაზიური ვენტილაცია, სიპაპრეჟიმის გამოყენება პირველად და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ბოლოს გვყავდა 2 კრიტიკული პაციენტი და მათი მდგომარეობაც უკვე სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტი გადაიყვანეს და მისი წყარო დადგენილი არ არის.

მედია დაინტერესდა, რომელი პაციენტები საჭიროებენ 2-კვირიან თვითიზოლაციას საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რაზეც ეზუგბაიამ უპასუხა, რომ ყველა ადამიანი უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში და მათი მონიტორინგი ხორციელდება.

„პირველად, 5 მარტს, ჩვენთან გადმოყვანილ პაციენტთან დაავადების კონცენტრაცია უკვე ძალიან დაბალია და დარწმუნებული ვარ, ხვალვე უარყოფითი პასუხი დადგება“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები