თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, არ არის ცუდი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელებიდან 7-8 კვირა არის პიკური პერიოდი. როგორც ვიცით, საქართველოში შიდა გავრცელება აპრილის დასაწყისში გამოცხადდა. თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, არ არის ცუდი. თუ შევინარჩუნებთ ასეთ ზომიერ, კონტროლირებად მატებას, ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 178, ხოლო გარდაცვლილი - 6.




























