მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Marine Shipping & Forwarding საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

BAG
20.11.23 15:36
864

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ერთ-ერთი ლიდერი სატრანსპორტო კომპანია Marine Shipping & Forwarding (MSF) გახდა, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობაა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები, თუმცა კომპანიის საქმიანობაში ასევე შედის ისეთი მომსახურებები, როგორიცაა: საჰაერო გადაზიდვები,

საბაჟო-საბროკერო მომსახურება, მშრალი, საშიში, თხევადი ტვირთების ტრანსპორტირება და არაგაბარიტული ტვირთის დამაგრება, ტრანსპორტირება. კომპანია, ასევე, ფოკუსირებულია მარშრუტის დაგეგმვაზე, ნებართვებითა და გაცილებით მომსახურების უზრუნველყოფაზე, ტვირთების გადატვირთვა, ტალმანირებასა (დათვლა) და საკონსულტაციო მომსახურებაზე. MSF აქტიურია საპროექტო ლოჯისტიკის მიმართულებითაც, ისევე როგორც მულტი-მოდალური გადაზიდვებისა და ტვირთების შენახვა და დასაწყობების კუთხით.

კომპანიის წარმატების მთავარი ფორმულა გუნდი, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება მომხმარებელს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

ქვეყნის მასშტაბით კომპანიას ოფისები აქვს ფოთში, ბათუმსა და თბილისში, და აღსანიშნავია, რომ MSF-ს საიმედო პარტნიორები ჰყავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც საგრძნობლად ამარტივებს და ოპერატიულს ხდის მომსახურების მოწოდების პროცესს.

ასევე გასათვალისწინებელია კომპანიის CSR პოლიტიკა, იმისათვის რომ MSF-ის საქმიანობას გარემოსთვის ზიანი არ მიეყენებინა, კომპანიის ავტოპარკი სრულად ჩანაცვლდა EURO 6 და EURO 5 ტიპის სატვირთო ავტომობილებით.

აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია GPS სისტემით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აკონტროლონ საკუთარი ტვირთის ადგილმდებარეობა და მომსახურებას კომფორტულს, მოქნილსა და ხარისხიანს ხდის.

MSF არის ორი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის Marco Polo & GLA Family-ს წევრი .

ასევე კომპანია ფლობს 1,5 მილიონი ლარის ოდენობით პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც მომხმარებლისთვის სიმშვიდის გარანტია.

„ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი პასუხისმგებლიანი კომპანიების წევრობა, რომლებიც ორიენტირებულები არიან ხარისხზე და მომხმარებლის საჭიროებების ოპერატიულად შესრულებაზე. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულება ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, მით უფრო, როდესაც ასეთი აქტუალური შუა დერეფნის საკითხი. მივესალმებით კომპანია MSF-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივი და საინტერესო იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები