მარკ ცუკერბერგმა, ფეისბუქის, აწ უკვე მეტას ლეგენდარულმა დამფუძნებელმა რომელმაც გვარიანი მოგება მიითვალა გასულ კვირაში, თავის მეუღლეს პრისცილა ჩანს ასეთი საჩუქარი გაუკეთა: ფაქტია, წყვილს მოსწონს პორშეს ბრენდის ავტომობილები, გემოვნებას ნამდვილად არ უჩივიან და იმ პირობებში რომ ქალბატონ პრისცილას სურდა მინივენი ჰყოლოდა, მეუღლემ იზრუნა ამაზე და მისთვის სპეციალურად შეკვეთილი და მოდიფიცირებული პორშე კაიანის მოდელი დაამზადა.
Porsche Cayenne Turbo GT Minivan წავიდა პრისცილას საკუთრებაში, და გახარებული მეუღლე მარკ ცუკერბერგი ამისთვის მადლობას უხდის პორშეს ავტოკონცერნს. როგორც ცუკერბერგის პოსტიდან ჩანს, ის პირადად იყო ჩართული მეუღლისთვის შესაფერისი მანქანის დიზაინში და მგონი, კარგად გამომივიდაო. ნამდვილად გამოუვიდა.