მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკეტებში ხელფასის მატებასთან ერთად, კადრების ზრდა არცერთ ქსელს არ უფიქსირდება - მირანდა მანჯგალაძე

მარკეტი

"როცა ამბობენ, რომ მარკეტში მუშაობა რთულია, გამომდინარეობს იქიდან, რომ, შესაძლოა, 10 ადამიანის საქმეს 5 თანამშრომელი აკეთებდეს", - ამის შესახებ რიტეილ ექსპერტმა და "სპარის" ყოფილმა მმართველმა დირექტორმა, მირანდა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, დამსაქმებლებს სამუშაო ძალის პოვნა უჭირთ, რის გამოც ერთ დასაქმებულს რამდენიმე პოზიციის შეთავსება უწევს.

- რატომ ვერ ავსებს კადრებს ბიზნესი? დამსაქმებლები მაღალ ხელფასებს არ იხდიან?

"- ცალსახად შემიძლია ვთქვა,რომ ხელფასი, შეიძლება, ფაქტორი არც იყოს. ხელფასის მატებასთან ერთად, არცერთ ქსელს არ უფიქსირდება კადრების მატების შემთხვევა. მარტო ის, რომ ხელფასი მოემატოთ ადამიანებს და დიდი ხნით გაჩერდნენ, ასე არ არის", - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.

მირანდა მანჯგალაძის თქმით, კადრების დეფიციტის მთავარი მიზეზი ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინებაა. ამასთან, როგორც ის ამბობს, სტუდენტებს დასაქმების შემთხვევაში სხვა მიზნები აქვთ.

"ქვეყნიდან იმ სეგმენტის გადინებაა, რომელიც სექტორში საქმდება. ადამიანები ქვეყნიდან უკეთესი სამსახურის ძიების მიზნით გადიან. მეორე ფაქტორი ის არის, რომ სტუდენტებს ცოტა მოკლევადიანი ინტერესები აქვთ. მიზანს რომ შეისრულებენ, 2-3 თვეში სამსახურს იცვლიან", - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები