2-3 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელში ჩავა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია.
განცხადების თანახმად, ვიზიტის დროს რუბიო ისრაელის მაღალჩინოსნებთან რეგიონული საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს.
მათ შორის, ირანის, ლიბანის საკითხებს და პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას ღაზის სექტორისთვის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით.




























