მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარკო რუბიოს თქმით, ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს

აშშ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ.

რუბიომ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზელენსკიმ ეს შეხვედრა თავისთვის „ფიასკოდ“ აქცია და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ნამდვილად სურს თუ არა უკრაინის ლიდერს მშვიდობა რუსეთთან ომში.

”არ იყო საჭირო, რომ ის იქ [თეთრ სახლში] შესულიყო და გამხდარიყო ანტაგონისტი”,- თქვა რუბიომ CNN-თან ინტერვიუში.

რუბიომ თქვა, რომ ზელენსკის დაბრუნებას მიესალმებიან თეთრ სახლში, როდესაც ის "მზად იქნება მშვიდობის დასამყარებლად და სერიოზულად მოეკიდება მშვიდობას".

28 თებერვალს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მედიის წინაშე კამათი მოხდა. ზელენსკი აშშ-ში მინერალების შეთანხმების გასაფორმებლად იყო ჩასული, რომელსაც საბოლოოდ ხელი აღარ მოეწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები