მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკი აშშ-ის მინერალების შეთანხმებაზე უარს ამბობს

ზელენსკი ტრამპი

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მთავრობის მიერ შეთავაზებულ მინერალების შეთანხმებაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, ომში გაწეული დახმარების სანაცვლოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინიდან 500 მილიარდის ამოღება სურს, რისთვისაც აშშ-ის მთავრობა უკრაინული ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას გეგმავს.

როგორც ზელენსკი აცხადებს, ამ გზით ვალის გასტუმრებას, შესაძლოა, 250 წელი დასჭირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის მომდევნო 10 თაობა აშშ-ის მთავრობასთან ვალში იქნება, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ გარიგებაზე დათანხმება სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნება და თან აღნიშნული ინიციატივა უკრაინისთვის არავითარ უსაფრთხოების გარანტიებს არ ითვალისწინებს, ანუ ქვეყანა ამ კოლოსალური ვალის სანაცვლოდ უსაფრთხოებასაც კი ვერ მიიღებს.

ზელენსკი იმასაც აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან გაცემული დახმარების მოცულობა ჯამურად $120 მილიარდს შეადგენს, რომლის გასასტუმრებლად ქვეყანა $500-მილიარდიან ვალდებულებაზე ვერ დათანხმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები