მარნეულში 69-ე უბანზე, სადაც მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრის პროცესი შეწყდა.
როგორც ცესკოს წარმომადგენელმა იაკობ ასანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„საოლქო საარჩევნო კომისია უახლოეს ხანებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი შეწყვეტილია“, - თქვა იაკობ ასანიძემ.