"მარნეულის 69-ე უბნის მონაცემები ბათილად არის ცნობილი", - ამის შესახებ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი, რის შემდეგაც უბანზე შეწყდა პროცესი.
"საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის [მარნეულის #69 უბნის] მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. ჩვენ როგორც სოციალური ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვნახეთ ვიდეო, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა, თუმცა უფრო მეტ დეტალს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, დავადგენთ და მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას. უბანზე, სადაც პროცესი შეწყდება, პროცესი აღარ გრძელდება", - განაცხადა იოსელიანმა.