მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულის შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - გიორგი კალანდარიშვილი

კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი ფაქტები აზიანებს ცესკოს რეპუტაციას.

"ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ცესკო არ დაუშვებს იმის შემთხვევაში, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ.

სასწრაფო წესით მოვუწოდებ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

"ჩემი ხმის" ინფორმაციით, მარნეულში, ერთ-ერთ უბანზე მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები