მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევა ისევ მარნეულში მოხდა, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე.
“კომისიის წარმომადგენელმა ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი და “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა. ჩვენ ეს ფაქტი გასაჩივრებული გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში”, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა მარნეულის 69-ე უბანზეც დაფიქსირდა. მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეწყდა.