მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მარნეულში, კარანტინში მყოფ კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსთან" საველე ჰოსპიტალი განთავსდება" - პრემიერი

5e77d2d57050e
ინგა მურუსიძე
23.03.20 01:04
1004

კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა  მოთავსებული იყო ამ კლინიკაში.

„კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე,„ავერსის“კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც  სპეციალიზებული იქნება მხოლოდ რეგიონში კორონავირუსის მკურნალობის მიმართულებით. ხოლო „ავერსის“ კლინიკა, იქნება განკუთვნილი მულტიფუნქციური საქმიანობისთვის“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები