მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოვლინდა, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების
გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით კონტროლს
ახორციელებს.
უწყების ცნობით, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ო. ა. (მისამართი: მარნეული, ყურბანოვის ქუჩა N2) საქმიანობას სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ახორციელებდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტზე ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. შედეგად, ფიზიკური პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.




























