მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

90-იანი წლებიდან განათლებაში შექმნილი პრობლემები უარყოფითად აისახა ბიზნესზე. ვგეგმავთ ამ ვითარების გამოსწორებას | პრემიერი

ქვრივიშვილი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 90-იანი წლებიდან განათლების სისტემაში შექმნილი პრობლემები, დღეს ბიზნესზე უარყოფითად აისახა, რაც სამუშაო ძალის დეფიციტით გამოიხატება. ირაკლი კობახიძე ამ ვითარების გამოსწორებას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას განუცხადა.

„რამდენიმე გამოწვევა არის ბიზნესის წინაშე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი. შარშან და შარშანწინაც იგივე მაჩვენებელი იყო. წელსაც იგივე მთავარი პრობლემა დაფიქსირდა ბიზნესის მხრიდან ჩატარებულ კვლევაში. სწორედ ამისთვის ჩვენ წამოვიწყეთ განათლების რეფორმა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება დღეს ბიზნესზე. ჩვენ ვგეგმავთ ამ ვითარების გამოსწორებას. იყო სხვა გამოწვევები, რაც დასახელდა. ჩვენ მზად ვართ ბიზნესთან დიალოგის გაგრძელებისთვის და თუ სადმე პრობლემა იქნება, თითოეული პრობლემა გადაიჭრება სწორედ დიალოგის საფუძველზე“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები