მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულში მზის ელექტროსადგური აშენდება, ინვესტიცია $40 მილიონია - გიორგი აბრამიშვილი

გიორგი აბრამიშვილი

მარნეულში მზის ელექტროსადგური აშენდება, ინვესტიცია $40 მილიონია. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჰიდროენერგეტიკული საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატია. პროექტი CFD მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული პირველი აუქციონის გამარჯვებულია.

"პროექტი კარგი ტემპით ვითარდება. კვლევები საბოლოო ეტაპზეა და მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში ვართ. დიდი შანსია, რომ სადგურის მშენებლობა წელსვე, ზაფხულში დავიწყოთ და ერთ წელიწადში დასრულდება“, - თქვა მან.

ამასთან, როგორც გიორგი აბრამიშვილმა აღნიშნა, Energy Solutions-ი მარნეულში მზის ელექტროსადგურის პროექტს, ჯერჯერობით, ინვესტორების გარეშე ავითარებს და უკვე 1 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები