გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაფართოების ახალი ტალღის დასაშვებად არსებული წესები უნდა შეცვალოს.
ბრიუსელში გამართულ სამიტზე გამოსვლისას მან წევრ ქვეყნებს საკუთარი ხედვების წარდგენისკენ მოუწოდა. კოსმა ეს განცხადებას მას შემდეგ გააჟღერა, რაც ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიის მიერ შეთავაზებული „შებრუნებული გაფართოების“ მოდელი უარყვეს. აღნიშნული მოდელი ითვალისწინებდა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაციას ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და საინვესტიციო სქემებში იქამდე, ვიდრე ისინი სრულყოფილ რეფორმებს დაასრულებდნენ.
როგორც ირკვევა, წევრი ქვეყნების უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს რეგულარული მოლაპარაკებების დასრულებამდე გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას. დიპლომატების განმარტებით, არსებობს შიში, რომ ახალმა წევრებმა შესაძლოა დემოკრატიული უკუსვლა განიცადონ და უნგრეთის მსგავსად დაბლოკონ ევროკავშირის დღის წესრიგი. მარტა კოსის განცხადებით, არც სტატუს-კვოს შენარჩუნებაა გამოსავალი, რადგან კანდიდატი ქვეყნები წლების განმავლობაში გაურკვევლობაში არ უნდა რჩებოდნენ. ცნობისთვის, ამჟამად დებატები იმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს „ეტაპობრივი ინტეგრაციის“ პროცესი.




























