მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართალია, დამპირდნენ, რომ გისოსებს უკან ვიქნები მალე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?! - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს მიმართა. მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მას ხელისუფლება გისოსებით დაემუქრა, მას არ ეშინია.

ზურაბიშვილმა დასძინა, რომ ის ვინც ამბობს, რომ აქციაზე იბადება ვინმესთან დაპირისპირება, არის კიდევ ერთი ტყუილი, ბევრ ტყუილებს შორის.

„ეს არის ძალიან სიმბოლური ადგილი, სადაც ახლა ვდგავარ. ამ სკოლაში მამაჩემი სწავლობდა. ჩემს ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებს და უყურებენ ამ ახალ საქართველოს, რომელიც უკვე დაიბადა თქვენით. რომელიც ხვალ, ზეგ იქნება ძალიან ძლიერი, ევროპული საქართველო. ამას ვერავინ ვერ გააჩერებს. მართალია თქვენ სულ რაღაც 300 კაცი ხართ. მართალია, ორჯერ დაგვიპატიმრეს სცენა, მიკროფონები და ყველაფერი რაც შეიძლებოდა. მართალია, მე დამპირდნენ, რომ გისოსებს უკან ვიქნები მალე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?! არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, არის კიდევ ერთი ტყუილი, ბევრ ტყუილებს შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება.

დღეს, აქ მრავალთა მარშის შორის მოდიოდა ანწუხელიძის მარში. სწორედ, ანწუხელიძის წინაშე მე ვარ ვალდებული, თქვენ ხართ ვალდებული, რომ ვიყოთ იმ საქართველოს ერთგული, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო და ანწუხელისძესთან ერთად, ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც აქ ვდგავართ, თორემ არ ვიქნებოდით, საქართველო არ იქნებოდა. მაგრამ საქართველო არასოდეს არ ეგუება, არ თმობს, როცა მართალია და მართალია საქართველო და მართალი ხართ თქვენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები