მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართე დაზღვევა როგორც გინდა! ®

6256e76b5e30b
BM.GE
14.04.22 09:25
769
სადაზღვევო კომპანია „ირაო“ მომხმარებლებს სასიხარულო სიახლეებს სთავაზობს! კომპანიის დისტანციურ სერვისებს დაემატა ოჯახის ექიმთან ვიზიტის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია, რაც მომხმარებლებისთვის ციფრული სერვისების მოხმარებას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.

„ირაოს“ ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე პირებს დღეიდან შეუძლიათ ჩაეწერონ ოჯახის ექიმთან მობილურიაპლიკაციისა და ვებ-პორტალის - online.irao.ge მეშვეობით. ახალი სერვისით თქვენ უკვე შეძლებთ სასურველ ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის ან ადგილზე ვიზიტის დაჯავშნას.

დაჯავშნეთ კონსულტაცია როცა გინდათ, სულ რამდენიმე წუთში, როგორც თქვენთვის, ასევე ნებისმიერი სხვა პირისათვის, ვისაც აქვს „ირაოს“ ჯანმრთელობის დაზღვევის აქტიური პოლისი.

სულ ახლახანს, „ირაოს“ ვებ-პორტალსა და აპლიკაციას კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის მეშვეობით გამოწერილი მიმართვების ჩამონათვალის ნახვა უკვე ონლაინ შეგიძლიათ. მიმართვის ელექტრონული ფორმის მეშვეობით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება კლინიკის დასახელების, მომსახურების, მიმდინარე სტატუსისა და მიმართვის ვადის შესახებ.

გარდა ამისა, აპლიკაციისა და ვებ-პორტალის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ თანხის ანაზღაურების, საგარანტიო წერილის მოთხოვნის, პოლისის დეტალების ნახვის, დავალიანების გადახდისა და შემდგომი გადახდებისთვის ბარათის დამახსოვრების ფუნქციით.
„ირაო“ მომხმარებლებს სთავაზობს ევროპულ სტანდარტზე აწყობილ სერვისებს, რომელიც მორგებულია მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, რათა სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა რაც შეიძლება მარტივი იყოს მათთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები