მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტივი და უსაფრთხო გადახდები - რას გულისხმობს TNET-ისა და Visa-ს ტოკენიზაციის კამპანია?

ტოკენიზაციის კამპანია
11.04.24 01:00
569
სტატიაში საუბარია:

ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Visa-, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან TNET-თან პარტნიორობით, 1-ელ აპრილს ბაზრის მასშტაბური ტოკენიზაციის კამპანია დაიწყო.

BMGTV-ს გადაცემასაქმიანი დილასეთერში კავკასიის რეგიონში Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა, დიანა კიღურაძემ კამპანიის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ Visa წლებია მომხმარებელზე ზრუნავს მათთვის მარტივი და დაცული გადახდების შეთავაზებით, ტოკენიზაცია კი ამის ერთ-ერთი საშუალებაა.

ვცდილობთ, გადახდებისას მომხარებლის გამოცდილება დაცული და ძალიან მარტივი იყოს. ტოკენიზაცია ამის ერთ-ერთი საშუალებაა. ტოკენებით გადახდა გულისხმობს დამატებით უსაფრთხოებას და სიმარტივეს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამ დროს არ გაგახსენდეს TNET-ი, რომელიც ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში და დიდი წვლილი მიუძღვის ელექტრონული კომერციის განვითარებაში. TNET-თან ჩვენი თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის და ამ შემთხვევაშიც, სწორედ TNET-თან პარტნიორობით დავიწყეთ მასშტაბური ტოკენიზაციის კამპანია. კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, Visa ბარათით TNET-ის 8 პლატფორმაზე განხორციელებულ მინიმუმ 10-ლარიან ტრანზაქციაზე ჩაერთოს გათამაშებაში. ამ შემთხვევაში ტოკენური ტრანზაქციები არის Apple Pay-ით ან Google Pay-ით განხორციელებული ტრანზაქციები და ელექტრონული კომერციის გამოცდილებას თუ გავიხსენებთ, ხშირად გვხვდება ღილაკი - „გადაიხადე Apple Pay-ით“ ან „გადაიხადე Google Pay-ით“, სადაც ერთი კლიკითაა შესაძლებელი ტრანზაქციის განხორციელება”,- აღნიშნა დიანა კიღურაძემ.

თავის მხრივ, TNET-ის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩუმაშვილი ასევე მსგავსი გადახდებს სიმარტივესა და დაცულობაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც მანსაქმიანი დილასეთერში განაცხადა, მომხმარებლებს გათამაშებაში ჩართვის შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ექნებათ, მთავარი პრიზი კი Volvo-ს ახალთახალი ავტომობილია.

ტოკენიზაციის მიზანი ისაა, რომ მეტი უსაფრთხოება და სიმარტივე იყოს გადახდების პროცესში. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მივიღეთ Visa-სგან ეს ინიციატივა. საკმაოდ გავიზარდეთ, დღეში დაახლოებით 1.5 მილიონი მომხმარებელი გვყავს, ასევე რეგისტრირებული 2.2 მილიონი მომხმარებელი, რაც რეკორდულია საქართველოში. რაც ყველაზე მთავარია, დიდ ქალაქებზე კონცენტრირებული არ ვართ და მთელს საქართველოში ვართ გაშლილი, რეგიონის ჩართულობა ჩვენს პლატფორმებზე მზარდია. ეს ძალიან გვახარებს, რადგან შეგვიძლია ინფორმაცია და ის, რასაც ტექნოლოგიურად ვაკეთებთ, რეგიონებსაც მივაწოდოთ. ტოკენიზაციის მასშტაბური კამპანიაც ამას ემსახურება, რომ არა მარტო ქალაქებზე ვიქნებით კონცენტრირებული, არამედ რეგიონებზეც. გათამაშებაც მთელი საქართველოს მასშტაბითაა. 14 ივნისს გვექნება სატელევიზიო ეთერი. ყოველი მე-500-ე ადამიანი იქნება ის იღბლიანი, ვინც მოიგებს პრიზებს. პრიზებში TKT Fly-ის, Vendoo-ს და ბევრი სხვადასხვა ტიპის ვაუჩერებია, თუმცა გრანდიოზული პრიზი ავტომობილი Volvo XC60 Denim Blue-ა",- ამბობს გიორგი ჩუმაშვილი.

გათამაშებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://tnet.ge/tnet_visa.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები