Google Analytics-ის მონაცემებით, 2026 წლის მარტში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 2.9 მილიონჯერ წაიკითხეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 3.7%-ით ნაკლებია, ხოლო თებერვალთან შედარებით კი 35%-ით მეტია.
Google Analytics-ის თანახმად, ამ სიახლეებს სულ 498 ათასი უნიკალური მკითხველი (Users) გაეცნო.
მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 421 ათასი მკითხველი ჰყავდა, აშშ-დან - 17 ათასი, გერმანიიდან 5.9 ათასი; რუსეთიდან - 4.4 ათასი; იტალიიდან 4.2 ათასი; საბერძნეთიდან 3.1 ათასი; შვედეთიდან კი 3 ათასი.
სისტემის თანახმად, წელს BMG-ის მკითხველთა 53% ქალი, 47% კი კაცია.


























