მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით გაიზარდა

2024 წლის მარტში, წლიურად ეკონომიკა 8.2%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.8% შეადგინა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, კერძო სექტორის ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.5%-ით მეტია. მარტში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. რის ხარჯზე ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა და როგორია მოლოდინები?