მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საქართველოს ექსპორტი 8%-ით, $566 მილიონამდე გაიზარდა

კონტენერები

საქსტატმა მარტის თვის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გასულ თვეში საქართველოს ექსპორტმა 566 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება იმპორტს, იმპორტი უფრო მეტად 14%-ით გაიზარდა და ის მარტში 1.4 მილიარდი დოლარის ტოლი იყო.

მთლიანობაში იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 619 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია. საქართველოს ექსპორტი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 5.7%-ით არის მომატებული, ხოლო იმპორტი 4.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 22 აპრილს, შესაბამისად გაირკვევა თუ რომელი დასახელების საქონლის ექსპორტი გაიზარდა მარტის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები