„თიბისი კაპიტალის“ ეკონომიკის აღდგენის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, მარტში სასტუმროების სამომავლო დატვირთულობა რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამასთან, სასტუმროების სამომავლო დატვირთულობით თბილისი ლიდერობს.
კერძოდ, 22 მარტს გამოკითხული 50-ზე მეტნომრიანი სასტუმროების სამომავლო დატვირთულობამ თბილისში - 21%, კახეთში - 16%, სხვა რეგიონებში - 16%, ხოლო ზღვისპირა სასტუმროებში - 15% შეადგინა.
მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა უქმეების დატვირთულობაც.