დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯების მარტის თვის მიმოხილვაში ვკითხულობთ.
სასტუმროებში რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯები წლიურად 5%-ით შემცირდა, საშუალო დანახარჯებმა ერთ ტრანზაქციაზე 174 ლარი შეადგინა. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომელიც თიბისი ბანკის არხებით განხორციელდა, წლიურად 23%-ით გაიზარდა და საშუალოდ 580 ლარს გაუტოლდა.
„მარტში, წინა თვის მსგავსად, არარეზიდენტებისა და რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ზოგადად, არარზიდენტების საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე რეზიდენტების დანახარჯს დაახლოებით სამჯერ აღემატება“ - აღნიშნულია მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკაში.