მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ტრანზაქციების და მოთხოვნის გააქტიურება შეიმჩნევა - უძრავი ქონების ასოციაცია

ნატო ბოჭორიშვილი

"მარტში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის გააქტიურება შეიმჩნევა", - ამის შესახებ უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში აცხადებენ.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ნატო ბოჭორიშვილმა BMG-ის განუცხადა, მოლოდინია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნა უკვე შემდეგ პერიოდში რეალიზდება.

მისივე თქმით, მიუხედავად მიმდინარე წლის ორ თვეში თბილისში ბინების გაყიდვების კლებისა, ბაზარზე მკვეთრი შემცირება არ ფიქსირდება.

„მარტს თუ შევხედავთ, აქტიურად დაიწყო დეველოპერული ტრანზაქციების განხორციელება და ასევე მოლაპარაკებები. მომხმარებლების მხრიდან ინტერესი გაზრდილია. ვთვლი, რომ დაგროვილი მოთხოვნა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზეა, ნელ-ნელა რეალიზდება და გააქტიურდება ეს ბაზარი. იანვარ-თებერვალი ყოველი წლის ჭრილში არაა ხოლმე აქტიური, წელს ორ თვეში კლება ფიქსირდება, თუმცა ეს შემცირება დრამატული არაა. ვფიქრობ, მოთხოვნის ზრდას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯიც განაპირობებს დაკრედიტების გამარტივების მიმართულებით“, - განაცხადა ნატო ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. იანვრის შემდეგ, თბილისში ბინების რეალიზაცია თებერვალშიც შემცირებული იყო. Colliers Georgia-ს მონაცემებით, გასულ თვეს დედაქალაქში სულ 3 205 ბინა გაიყიდა, რაც ბინების წლიურად 8.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები