მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართვის მოწმობის გამოცდას მსურველების 17-20% აბარებს - მომსახურების სააგენტო

63d79a410dcb3
თათია ჩაფიჩაძე
04.02.23 22:01
2623
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, იმედა მაკასარაშვილის განცხადებით, 2022 წლის 26 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მართვის მოწმობის გამოცდის თეორიულ გამოცდაზე 44 ათასი ადამიანი გავიდა, საიდანაც პრაქტიკულ გამოცდაზე გადასვლის უფლება 32 ათასმა პირმა მოიპოვა, მათგან დახურულ მოედანზე გამოცდა 26 ათასმა ჩააბარა, რეალურ სივრცეში გამოცდაზე გასული 18 ათასიდან კი საკუთარი უნარების დადასტურება 7 800-მდე ადამიანმა შეძლო.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში მაკასარაშვილმა აღნიშნა, მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიცხვი რეალურ სივრცეში გამოცდის გადატანის მიუხედავად არ შემცირებულა.

„რაც გათვალისწინებული იყო ევრო დირექტივით, მოთხოვნა შესაბამისად შესრულებულია, გამოცდა აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს რეალურ საგზაო პირობებს. რაც შეეხება სტატისტიკას, პროცენტულად რომ გამოვსახოთ, მსურველების დაახლოებით 17-20% აბარებს გამოცდას. ეს რიცხვი დასაწყისისთვის ნაკლები იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მომზადების დონემ მოიმატა, რასაც ველოდით და მიზანიც ეს იყო, რომ მომზადებულები მოსულიყვნენ. ჯავშნები თეორიულ ნაწილზე ზუსტად ისეა, როგორც სხვა პერიოდში ყოფილა, შემცირებაზე ვერაფერს ვიტყვით, როგორც იყო, ისე დარჩა. მართვის მოწმობის მეორე ეტაპზე კანდიდატები გადიან ელექტრონული ჯავშნის პრინციპით“, - აღნიშნა მაკასარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები